ალბათ მალე, აშშ-ს ფედერალური ბიუროდან სპეციალური ექსპერტების მოწვევას მოვითხოვ, რომ კომპიუტერი გახსნან - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

პუბლიკა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ჩაერთონ. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

„უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში…. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ – შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.