„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, ევროპარლამენტში პოლიტიკურმა გაერთიანებამ, Alde-მ მხარი დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელშიც დაგმობილია რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი პირდაპირი ფრენის დაწყება, ქართველი ჩინოვნიკების კონსპირაციული, დეზინფორმაციული განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ და ქვეყანაში სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების შემოშვება.
რეზოლუციაში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ: მოვიდეს თანხვედრაში რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან და გამოიჩინოს სიფრთხილე სანქციებიდან თავის არიდების საფრთხეში; შეწყვიტოს NATO-სა და EU-ინტეგრაციის საბოტაჟი 12 რეკომენდაციის არშესრულებით და „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით“; „შეწყვიტოს რუსეთთან ფლირტი ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირების გაღრმავებით; შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია და გაათავისუფლოს გვარამია, სააკაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის ცნობით, ალდეს ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართა, რეზოლუციის შემტანი „სტრატეგია აღმაშენებელი” იყო. მათი ცნობით, რეზოლუციის ტექსტის დამუშავებაში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ: „გირჩი მეტი თავისუფლება”, „რესპუბლიკელები”, „თავისიფალი დემოკრატები” და „ლელო საქართველოსთვის”, ტექსტის დამუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპული პარტიები.