ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„თქვენ ბატონო ალეკო ბრძანდებით მატყუარა, ლაპარაკობთ „ქართული ოცნების“ დავალებით, თქვენ თუ გინდათ შედით პარალმენტში, არავინ ხელს არ გიშლით, ამ აქაოსს თავი დაანებეთ, ოცნების მუსიკას ნუ გვასმენინებთ, ეს არის მათი მიზანი…

ეს რაც ხდება ტელევზიებში, ოპოზიციის საუბრების გამოტანა არის არასწორი. ორი თვეა ვუსმენ ამას, გამოდიხარ სხვადასხვა ეთერებში, არ გპასუხობ“,- მიმართა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს.

„რა გამოვიტანე, ეს არის ქურდული აზროვნება… ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში მაშინაც იდექი და ბინებიდან ყრიდი, ის კაცი ხარ შენ, და სალომე ზურაბიშვილს ტაშს რომ უკრავდი 20 ივნისის მერე, ახლა გაგახსენდა ქვეყანა? სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგიქმნეს, მანამდე არ გაგხსენებია ქვეყანა?“,- უპასუხა ელისაშვილმა.

იხილეთ დაპირისპირების კადრები სრულად: