“კარგი, მოდი ვცადოთ რაღაც ახალი. თუ იმყოფები შეერთებულ შტატებში, გამომიგზავნე მესიჯი ნომერზე 773-365-9687, მინდა, გავიგო, როგორ ხარ, რას ფიქრობ და როგორ აპირებ წელს ხმის მიცემას.
მეც ხაზზე პერიოდულად ვიქნები, რომ გაგიზიაროთ ჩემი აზრები”. – ეს ტექსტი გუშინ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ საკუთარ ტვიტერზე დაწერა.
All right, let's try something new. If you’re in the United States, send me a text at 773-365-9687 — I want to hear how you're doing, what's on your mind, and how you're planning on voting this year.
I'll be in touch from time to time to share what's on my mind, too. pic.twitter.com/NX91bSqbtG
— Barack Obama (@BarackObama) September 23, 2020
შეგახსენებთ, რომ ამგვარი კამპანია რამდენიმე დღის წინ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დაიწყო. მან საარჩევნო ბანერზე განათავსა ტელეფონის ნომერი და მოქალაქეებს მიმართა, დაერეკათ მისთვის, მოეთხროთ მათი პრობლემების შესახებ, გაეზიარებინათ თავიანთი აზრი, დაესვათ კითხვები.
მოგვიანებით ამ კამპანიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანიც შეუერთდა. ისინი ყოველდღიურად მოქალაქეთა ასეულობით ზარს პასუხობენ და მათ ესაუბრებიან.
“წინასაარჩევნოდ ბანერებიდან, შენობებიდან და კორპუსებიდან ყალბად მომღიმარი პოლიტიკოსები, თან ხალხს რომ ეხუტებიან და თან ვითომ მზრუნველად გვიღიმიან… ამაზე პროტესტი თავადაც სულ მქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, სხვა გზით წავსულიყავით, მით უმეტეს სხვა პოლიტიკოსებისა და პარტიებისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე ბანერი გვაქვს.
…აი, ეს არის ნამდვილი. ეს არის მაჟორიტარის საქმე და არა საარჩევნოდ სტუდიაში გადაღებული ძვირადღირებული ფოტოები, რომელზეც ცინიზმი იკითხება“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.