ალექსანდრ ლუკაშენკომ ირაკლი კობახიძეს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ „ქართული ოცნების“ პრემიერს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

 „ქართული ოცნების კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება წარმოადგენს დადასტურებას იმისა, რომ ისინი შეესაბამებიან პასუხისმგებლობიანობის, საიმედოობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს. ასევე ეს ადასტურებს იმასაც, რომ თქვენ მიერ აღებულ კურსს, რომელიც ქვეყნის სუვერენული განვითარებასა და საზოგადოების კონსოლიდაციას გულისხმობს, ფართო მხარდაჭერა აქვს“, – ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკომ ასევე ხაზი გაუსვა ბელარუსის მტკიცე ერთგულებას საქართველოსთან მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავების მიმართ. მან კობახიძეს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა სახელმწიფო მოღვაწეობაში.