ალექსანდრე ანქვაბი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ანქვაბის მდგომარეობა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაუმჯობესდა, ისევ გაუარესდა. კორონავირუსით ინციფირებული ანქვაბი სამკურნალოდ რუსეთში 8 იანვარს გადაიყვანეს.

მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნები ჰქონდა. მისი მდგომარეობა დროებით გაუმჯობესდა, თუმცა მოგვიანებით ისევ დამძიმდა და 17 იანვარს ექიმებმა მისი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეერთების გადაწყვეტილება მიიღეს.

კორონავირუსით იყო ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც. თუმცა, აფხაზური მედიის ინფორმაციით, მან Covid-19 დაამარცხა და საქმიანობას დაუბრუნდა.