ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში სექსისტური განცხადება გააკეთა

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ქალაქში მოძრაობის პრობლემაზე ისაუბრა, სექსისტური განცხადება გააკეთა.

„საძაგლობა ტრიალებს ყოველ დღე ჩვენს ქალაქში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საავტომობილო ზოლების შემოღება არის ბევრისთვის მტკივნეული შეიძლება, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. ეს არის სწორი, რასაც აკეთებს თბილისის მერია. მაგრამ არასწორია რაც ხდება და შემზარავი, რომ უამრავი მანქანა დათარეშობს ამ ზოლში, ბასლაინში და ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ტუჩებდაბერილი ვიღაცა გოგუცუნები რომ სხედან საჭეებთან, ისინი რამე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან, ბოლო ხმაზე რომ მუსიკა აქვთ ჩართული და იმას შვებიან …, “- თქვა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ის ამბობს, რომ შსს-ს არაერთხელ მიმართა წერილით, რომ მონაცემები მიეღო, ვის აქვს უფლება ე.წ. ბასლაინში იმოძრაოს, მაგრამ პასუხი არ მიუღია.