რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სასამართლო სხდომა დასრულდა – Radio Free Europe/Radio Liberty-ის ინფორმაციით, სასჯელი 3.5 წელია.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „ანტიკორუფციული ფონდის“ დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს აეროპორტში დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის გერმანიიდან რუსეთში ჩაფრინდა. მას 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.