ალექსი ახვლედიანი: რიჟვაძე უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს

პუბლიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საქართველოში მალე დაბრუნდება.

სასამართლო სხდომის დაწყების წინ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უახლოეს პერიოდში თავად თორნიკე რიჟვაძე გააკეთებს განცხადებას.

„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. რა თქმა უნდა [ქვეყანაში ბრუნდება], ის არც აპირებდა ქვეყნის დატოვებას. იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და თვითონ გასცემს ყველა კითხვას პასუხს“, – თქვა ახვლედიანმა.

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის საქმე – გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. ის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.