ალიევი კობახიძეს: აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით გად­მოგ­ცემთ გულ­წრფელ მი­ლოც­ვას

პუბლიკა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ალიევმა მისალოცი წერილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მისწერა, სადაც ორი ქვეყნის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების გაფართოებაზე საუბრობს.

„ჩემი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით გად­მოგ­ცემთ თქვენ და მთელ თქვენს ხალ­ხს გულ­წრფელ მი­ლოც­ვას მე­გო­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულ­თან – და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­თა­ვეს იღებს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ხალ­ხე­ბის ურ­ღვე­ვი ნე­ბი­სა და გან­ზრახ­ვი­დან, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­დნენ კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის პი­რო­ბებ­ში. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა დღეს ახა­ლი მას­შტა­ბი შე­ი­ძი­ნა, ურ­თი­ერ­თნ­დო­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა და მდიდ­რდე­ბა ახა­ლი ში­ნა­არ­სით.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ ერ­თობ­ლივ ძა­ლის­ხმე­ვას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე, ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, ორ­მხრი­ვად სა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შემ­დგომ გაღ­რმა­ვე­ბა­ზე ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, წარ­მა­ტე­ბებს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ ხალ­ხს – მუდ­მივ კე­თილ­დღე­ო­ბას”, – აღნიშნულია განცხადებაში.