ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
„ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა, რომ „არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმა”.
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს – ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ”. – თქვა ალიევმა.
პრესრელიზისვე თანახმად, ილჰამ ალიევმა პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა 2024 წლის ნოემბერში ბაქოში გაეროს კლიმატის სამიტში მონაწილეობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ეს ბოლო 10 თვის განმავლობაში კობახიძის მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ მადლობა გადაუხადა „შეხვედრის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისა და დელეგაციის მასპინძლობისათვის”.
ამასთან აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი „პატივს სცემენ ერთმანეთის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს”.
„ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ამ თვალსაზრისით ძალიან მყარი და ურყევი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მხარეს და პირადად პრეზიდენტ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.