ალიევმა პარლამენტი დაითხოვა - აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება

პუბლიკა

დღეს, 28 ივნისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის პარლამენტის დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ბრძანების თანახმად, აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის პარლამენტს დაითხოვენ.

პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები 2024 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტს პარლამენტმა მიმართა. საკითხი 21 ივნისს გამართული პლენარული სესიის დღის წესრიგში იყო შესული.