ალპინისტი და სამთო გიდი, ნიკო ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა

პუბლიკა

ალპინისტი და სამთო გიდი, ნიკო ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა.

ნიკო 29 წლის იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 3600 მეტრის სიმაღლეზე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 ადამიანი უვნებლად აიყვანეს ვერტმფრენში. დაღუპულის ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.