,,ალტ-ინფოს” ინფორმაციით, ძალადობრივი პარტიის 2 ლიდერი დაკავებული არიან, – ამის შესახებ ისინი „ტელეგრამზე” წერენ.
„უახლესი ინფორმაციით სამართალდამცავებმა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,პუბლიკა” ინფორმაციას შსს-ში დააზუსტებს.
ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები „თბილისი პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგოდ იყვნენ შეკრებილნი.