„ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურა მახარაძის გამოკითხვა დასრულდა

პუბლიკა

გამოკითხვაზე მყოფმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, ზურა მახარაძემ, პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა.

ის მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა. – „რაც რამე კითხვები ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე ვუპასუხე“. –განაცხადა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, ელოდება თუ არა დაკავებას, ამბობს:

„როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ ზეწოლა მათზე იმხელა იქნება, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკაონ. ზეწოლა – გარედან, ელჩებიდან, ამერიკიდან, ევროპიდან”, – ამბობს ის.


ულტრამემარჯვენე პლატფორმის „ალტ-ინფოს” დამფუძნებელ ზურაბ მახარაძის სახლი სამართალდამცველებმა დილით გაჩხრიკეს. ჩხრეკა მოეწყო ასევე მამა-შვილ ფალავანდიშვილებისა და „ალტ-ინფოს” კიდევ ერთი დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას სახლში. „ალტ-ინფოს” ინფორმაციით, გამოკითხვაზე, სულ, 17 პირია გადაყვანილი.


ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.

მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა.