„ალტ-ინფოს“ პარტიამ შეწირულობის მიღება ერთი თვეა დაიწყო და უკვე 90 935 ლარი აქვს

პუბლიკა

პრორუსულ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ დაფუძნებულ პარტიას, „კონსერვატიულ მოძრაობას“ შეწირულობის სახით 90 935 ლარი აქვს მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს თანხა მათ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში – 16 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით მიიღეს.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, პარტიას პირველი შეწირულობა 16 თებერვალს უფიქსირდება. ბოლო განახლება ანუ ბოლო შეწირულობის თარიღი 18 მარტსაა აღრიცხული.

ოფიციალური მონაცემებითვე, ამ დროისთვის პარტიაზე 93 შემწირველი ფიქსირდება.

შესწორება: თავდაპირველად, სათაურსა და ტექსტში შეცდომით იყო აღნიშნული, რომ „ალტ-ინფომ“ ერთ თვეში შეწირულობის სახით 119 000 ლარი მიიღო და მის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 90 935 ლარი. თავდაპირველად დათვლა მოხდა ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული excel-ის ფაილის მიხედვით, სადაც როგორც აღმოჩნდა მონაცემები არასწორად იყო შეტანილი და არ ემთხვეოდა ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებს. აუტიდის სამსახური ცდომილებას ტექნიკური ხარვეზით ხსნის.