„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ „აქციებთან დაკავშირებით” გამოკითხვაზე დაიბარეს. ჯაფარიძე არ არის პირველი, ვინც დღეს გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია.
„მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. ,,აქციებთან დაკავშირებით” დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მიდით ადვოკატთან ერთად თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ”, – წერს ის.
მანამდე, მსახიობმა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილემ, ნატალია ყიფშიძემ დაწერა, როგორც სასამართლოდან აცნობეს, 20 მაისს მისი პროცესია ჩანიშნული.
როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გამოკითხვაზე დაგიბარეს, წაიკითხეთ იურისტის რჩევები.