„ამ აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“. ამ აქციის მიზანი რაც არის, ვხედავთ, პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის ამ ა.შ. როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლების განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ა.შ. მგონი, სოციალურ ქსელს ყველა თვალ-ყურს ვადევნებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
„ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს – იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს. ამ პოლარიზაციის ნაწილი, სამწუხაროდ, მედიაც არის და სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. ამ აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ, აღვივებენ პროცესს. წინასწარი განცხადებები და თქვენი ეთერები ნახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია სახელწოდებით „შინ – ევროპისკენ“ იმართება.