ამ არჩევნებით, მჯერა, საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას – კალაძე

პუბლიკა

„ამ არჩევნებით, მჯერა, ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს“, – აცხადებს თბილისის  მერი, კახა კალაძე.

„მინდა, მივმართო ჩემს თბილისელებს – ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ – ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი. მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანის მერი – თითოეული თბილისელის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება“ – აცხადებს კალაძე.

თბილისში საარჩევნო უბნების 100%-ია დათვლილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ ხმების 55.603% მიიღო, ხოლო ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ – 44.397%.