„ამ ცხოვრების დედაც”, „აბა დამიჭირე”, – თბილისში კედლები მოხატეს და ასე გამოუცხადეს სოლიდარობა 15 წლის მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა.
ექიმების ცნობით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმის ცნობით, არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
10 დეკემებრს დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედელების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.