ამ დოკუმენტით პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ - ჩარკვიანი

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკის, „სტრატეგია აღმაშენებლის“, ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პარლამენტში მისი შესვლა-არშესვლა დამოკიდებულია ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმეტზე, რომელიც, მისი შეფასებით, „მყიფე და ბუნდოვანია“.

„ბრძოლის ფინალისკენ, როდესაც „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად იშლება, რატომ უნდა შეუქმნა კედელი, ჩამოშლილი კედელი რომ არის, შენ რატომ უნდა აღმოჩნდე გამმაგრებლად, ჩემთვის არის გაუგებარი.

მით უმეტეს, დოკუმენტში არ არის საუბარი საარჩევნო სისტემის ციფურლ ტექნოლოგიებზე, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით; ჟვანია ჩანს, მის წასვლაზე არაა საუბარი“, – განაცხადა ჩარკვიანმა „დღის ამბებში“.

ჩარკვიანის თქმით, არჩევნებამდე მისასვლელ გზად პლებისციტი წარმოდგენილი არ არის, არ იცვლება საარჩევნო სისტემა და მისი თქმით, ნონსენსია იმავე სისტემით არჩევნებში მონაწილეობა. ჩარკვიანისვე თქმით, ამ დოკუმენტში საუბარი არ არის პროკურატურის რეფორმაზე.

ჩარკვიანი დიდ შეცდომად აფასებს ხელმოწერის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ოპოზიცია „ყველაზე რთულ მომენტში შესრიალდა პარლამენტში“.

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, დოკუმენტი მართლმსაჯულების ძირეული რეფორმის შესაძლებლობას არ იძლევა.

„მე მინდა ისეთი დოკუმენტი, რომ მოვახერხო, შევცვალო, ჩემს ქვეყანაში არ იყოს სასამართლო კლანი და ოლიგარქი. არ არის ეს ის დოკუმენტი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება რურუას შეწყალების თაობაზე იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვაჭრობს.