ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდსასტუმროში, დღეის მონაცემით, 155 პაციენტია გადაყვანილი.
„მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო გუნდები მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას განაგრძობენ.
მობილიზებულია, დაახლოებით, 500-მდე საწოლი იმისთვის, რომ ეს პრაქტიკა იქნეს მეტად აქტიურად გამოყენებული“, – განცხადა თამარ გაბუნიამ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფირიცებულთა ნაწილი საავადმყოფოების ნაცვლად მკურნალობას საკარინტინო სივრცეებში გააგრძელებენ. პაციენტების ნაწილმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სასტუმროებში 9 სექტემბრიდან გადაინაცვლეს.
„ჩვენ განვსაზღვრეთ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რომლითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. იქნება შემდეგი მიდგომა:
65 წელს ზემოთ პაციენტებს სასტუმროებში არ გადაიყვანენ. ხოლო 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებიც არიან Covid-ინფიცირებულები და არ აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობას გააგრძელებენ საკარანტინო სივრცეებად მოწყობილ სასტუმროებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.