ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია ომიკრონის 159 შემთხვევა

პუბლიკა

4 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 159 შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათ კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2-ის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად 2021 წლის 24 ნოემბერს გამოავლინა. ეს ვარიანტი 2021 წლის 11 ნოემბერს ბოტსვანაში და 2021 წლის 14 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში შეგროვებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს.

26 ნოემბერს ჯანმომ ახალ შტამს შემაშფოთებელი ვარიანტის იარლიყი მიანიჭა (variant of concern). 30 ნოემბერს ომიკრონს შემაშფოთებელი ვარიანტის იარლიყი ომიკრონს მიანიჭა აშშ-მაც.