საქართველოში სულ 5 540 მოქალაქე დავაბრუნეთ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 აპრილის მონაცემებით, საელჩობმა სხვადასხვა ქვეყანაში დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, 5 540 მოქალაქე დაბრუნდა.

„როგორც ცნობილია, გუშინ შესრულდა ბერლინი-თბილისის რეისი, რომლითაც რამდენიმე მძიმე პაციენტმაც ისარგებლა. რისთვისაც თვითმფრინავს, სამინისტროს ორგანიზებით, თბილისიდან გაჰყვა სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი“, – ამბობენ სამინისტროში.

უწყების ინფორაციით, ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.