ამ ეტაპისთვის თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმის ინფიცირების წყარო უცნობია – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპისთვის ექიმის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის, თუმცა ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ექიმთან კონტაქტში არის საკარანტინო ზონაში. გარკვეული პირები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიმპტომატიკა, არიან უკვე გატესტილები, მაგრამ მათი პასუხი არის უარყოფითი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედო პროგნოზი, დანარჩენი პირები იმყოფებიან დაკვირვების რეჟიმში და ინტენსიურად მუშაობს ჩვენი ეპიდსამსახური, რომ დეტალურად გამოიძიონ, თუ რა არის ინფიცირების წყარო ექიმის და ასევე დამატებით მოვიძიოთ ყველა ის კონტაქტი, ვისთანაც ექიმი იმყოფებოდა ახლო შემხებლობაში“, –განაცხადა მინისტრმა.

გუშინ თბილისში ორი კლინიკა – „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” და „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი” – კორონავირუსის გამო დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით ვირუსი პაციენტსა და ექიმს დაუდასტურდათ.

განახლებული მონაცემები კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 266
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 67
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4872
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

[irp posts=”26426″ name=”თბილისში ორი კლინიკა კორონავირუსის გამო დაიხურა”]