„ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“ | გორის კულტურის ცენტრში სუსი შევიდა

პუბლიკა

გორის კულტურის ცენტრში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სუსში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.

„გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“, — აცხადებენ უწყებაში.


თავდაპირველად, ინფორმაცია, რომ გორის კულტურის ცენტრში სუსი შევიდა, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. მათი ცნობით, კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანაა და სუსის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ოთახში მაინერები ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციითვე, გორის კულტურის სახლი ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად ელექტროენერგიის გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიდა.