„საქართველოს ელექტროსისტემა” წუხელ ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განამრტებას ავრცელებს.
„17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის „ახალციხე-500″ მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს.
„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1800 მგვტ მოხმარება 70%-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე.
დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო რეგიონებს 45 წუთში აღუდგა და ამ ეტაპზე ქვეყნის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.