„ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია“ - გარემოს ეროვნული სააგენტო შიომღვიმესთან კლდის ჩამოშლაზე

პუბლიკა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, შიომღვიმის ტაძართან კლდის ჩამოშლის შესახებ გერემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ადგილზე სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია.

„პირველადი შეფასებით შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადსხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.

ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.