ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება - მეზვრიშვილი

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა, “რადგან  საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია”.

მისი თქმით, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა 27 აპრილამდეც დაშვებული იყო და 27 აპრილიდან კიდევ უფრო მეტი დაუშვეს. “ოღონდ მეწარმე სუბიექტებს ვუთხარით, რომ უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შემოწმდებიან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ” – ამბობს მეზვრიშვილი.

“ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.