მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეზღდვების მოხსნა არ ვრცლდება ბაგა-ბაღებზე. კერძო და საჯარო ბაღების გახსნის შესაძლო თარიღი მთავრობას ამ ეტაპამდე არ დაუანონსებია.
„ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. 15 თებერვლიდან სკოლები იხსნება. მეუხერხულება, რომ ერთსა და იმავე პასუხს გცემთ, მაგრამ ეს არის ეპიდემიოლოგიის ანა-ბანა. როცა დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად. არ შეიძლება ყველაფრის ერთად გახსნა.
ამიტომ ალბათ შევთანხმდებით, რომ სკოლები ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბაღები. ბაღების ჯერიც დადგება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.