სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად მივიდა.
„ჩემი მოსვლის მიზანია, მოვინახულო პატიმარი, რომლის მიმართაც სახალხო დამცველის შეფასებით, დღეს კანონთან შეუსაბამო განაჩენი დადგა. სახალხო დამცველის აპარატს ბრალი, სადაც განაჩენი დადგა, დეტალურად გვაქვს შესწავლილი. ვფიქრობთ, ამ საქმეში არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია, არამედ არც საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა ჰქონოდა მსგავს დავას წარმატება მომჩივნის მხრიდან”. – თქვა მან.
ნინო ლომჯარიას აზრით გვარამიას დაპატიმრება „კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული მტრული გარემოს გაგრძელება და რადიკალური გამოვლინებაა“.
“დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.