2014-2022 წლებში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის მონაწილეები „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ინტერესებსა და ევროპულ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
„თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავისი გამორჩეული კულტურითა და ისტორიით გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის. დღეს, ამ კანონონპროექტის მიღებით, ვდგავართ დემოკრატიულობისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.
ასევე, მიგვაჩნია, რომ კანონი ‘’უცხოური გავლენის აგენტების’’ შესახებ შეზღუდავს როგორც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მედია-ორგანიზაციებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტს და საფრთხის ქვეშ არ დააყენოს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან გაერთიანების პერსპექტივა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერთა სიას გაეცანით ბმულზე.