სახალხო დამცველი ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. მისი თქმით, „როდესაც ძალისმიერი მეთოდებით აქციის დაშლა ხდება, ეს უნდა იყოს უკიდურესად აუცილებელი და გამოყენებული უნდა იყოს პროპორციული ძალა”.
მისივე თქმით, პირველ რიგში უნდა მოხდეს აქციის მონაწილეების შესაბამისი ხმოვანი შეტყობინებით გაფრთხილება. შემდეგ კი უნდა მიმართონ ყველაზე ნაკლებად შემზღუდველ, ყველაზე ნაკლებად ძალისმიერ მეთოდს.
„იმ ვითარებაში, როდესაც საკმაო რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული და ხალხის რაოდენობა არ იყო ძალიან ბევრი, ამ კლიმატურ პირობებში წყლის ჭავლის გამოყენება ძალიან სასტიკი მეთოდია და ვფიქრობ, რომ არაპროპორციული იყო.
დღეს იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ხალხი აფიქსირებდა სამართლიან მოთხოვნებს, ამ პირბებში ასეთი პასუხი ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას”. – ამბობს ნინო ლომჯარია.