ამ კვირიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ - მთავრობა

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შაბათ-კვირასაც შეეძლებათ მუშაობა, მხოლოდ ღია სივრცეებში.

„მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები. ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით.

ჩვენ განვაგრძობთ დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1 ივნისიდან ამ მიმართულებით შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქებაც მივიღოთ“ – განაცხადეს დღევანდელ ბრიფინგზე.