დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოჩნდა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება.
„დადებითობის მაჩვენებელი 32% – 31% გვქონდა და ბოლო ორი დღე გვაქვს – 28 %. ანუ დინამიკა ამ დადებითობისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია ჩვენი სტაბილიზაციის ელემენტები ამ პერიოდში, ამ პიკში გამოჩნდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში გასულ 24 საათში ჩატარებულია 16 646 ტესტი – აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR-ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი კი ამ შემთხვევაში 10%-ია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3893 ადამიანი და გარდაიცვალა 36.