„ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე?“ - ღარიბაშვილი უკრაინაზე

პუბლიკა

„შეხედეთ უკრაინაში რა ხდება, 20% არის ოკუპირებული უკვე. ამბობენ რომ 800 მილიარდიდან ტრილიონ დოლარამდე უკრაინას მიყენებული აქვს ზარალი, უკრაინის მთლიანი შიდა პორდუქტი 200 მილიარდი იყო, 800 მილიარდი მინიმუმ უკვე არის ზრალი, ამ ქვეყანას რა დააყნებს ფეხზე?“,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„20 მილიონი უკრაინის მოქალაქე არის მიგრაციაში, ეს ტრაგედიაა, საშინებლება ხდება  უკრაინაში.

ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ, რომ ჩვენს ამ დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში, შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი, ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი“,- განაცხადა პრემიერმა.