შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ სამოქალაქო აქტივისტებმა სავალ ნაწილზე დაწერეს „ამ სისტემის დედაც”.
პოლიციამ ხელის შეშლა სცადა მაგრამ აქციის მონაწილეებმა წარწერა მაინც დატოვეს.
„აეროპორტიდან წამოსულმა ყველა ადამიანმა უნდა დაინახოს ეს წარწერა – უთხრა ჟურნალისტებს სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა – სისტემა აუცილებლად დაინგრევა, ჩვენს შვილებს აღარ დავახოცინებთ, ამას გავაკეთებთ ჩვენი სიმართლით და ჩვენი მშვიდობით”.
აქცია სამინისტროსთან 19:00 საათიდან მიმდინარეობს.