ამ სიტყვას დაუკვირდით, ადამიანებო, პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო - კახაძე

პუბლიკა

„ბოდიშს ვიხდი, რასაკვირველია, ყველამ საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ ძალიან ხშირად ხმარობთ სიტყვა სადღეგრძელოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ ხმარობთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

„ამ სიტყვას დაუკვირდით, ადამიანებო, პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო. სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც კარგად უნდა იცოდე, ისტორიაც კარგად უნდა იცოდე, შენი საკუთარი ცოდნა მეცნიერების იმ დარგის მიმართ, რომელიც აირჩე. მაგრამ, თუ გაქვთ ასეთი დარგი. პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით სუყველანი…

ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული, რომ მოსულიყო, საჯარო სიტყვა ეთქვა, დალოცვილისშვილებო. დედის რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რამეებს ლაპარაკობთ საჯარო სივრცეში. როგორ შეიძლება ეს, საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით. თქვენ თუ რაღაცა დაგაკლოთ გამჩენმა, თქვენს მშობლებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს და იმათ მაინც გაუფრთხილდით“, – მიმართა დეპუტატებს კახაძემ.