საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოების გავრცელება სამწუხაროდ მიაჩნია. ჰარცელის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
„ვუპასუხებ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. შემიძლია, ძალიან ნათლად ვთქვა – ამ ვიდეოს გავრცელება ძალიან საეჭვოდ და სამწუხაროდ მიმაჩნია. ვთვლი, რომ ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ყურადღების ცენტრში – ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის პარალელურად, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.