ამ წუთას ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ვერ და არ მართავს - დეკანოიძე

პუბლიკა

როგორც საქართველოს  პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის” ერთერტ ლიდერი, ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია პირველთან საუბრობს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ანი წითლიძეს დღეს, შუადღისას შეხვდა.

„როგორც ანიმ მითხრა პრეზიდენტი ძალიან იყო შეწუხებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.  მინდა მადლობა გადავუხადო მას, მისი მოწოდებაც იყო, არაერთი, რომ ანის შეეწყვიტა შიმშილობა”. – ამბობს დეკანოიძე.

მისი თქმით, ანი წითლიძემ და სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრეს მის ჯანმრთელობაზე, ასევე ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე. საუბარი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დეკანოიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენით იგი გადაარჩენს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

მისივე თქმით, ამ წუთას ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ვერ და არ მართავს. „ასე მგონია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს მის მიმართ, მაგრამ ვერ გავიზიარებ რადიკალურ მოსაზრებებს მის მიმართ”. – თქვა დეკანოიძემ.

დეკანოიძე შეეხო პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინიტროს დღევანდელ დაპირისპირების თემასაც. მან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის სკამზე, არამედ პროტოკოლურ დარღვევაზე, თუ ვის უნდა მიემართა ამბასადორიალისთვის პირველად. რაც დეკანოიძის თქმით ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამცირებას. „მეც არ მივიდოდი მის ადგილას” – თქვა მან.