ამ წუთებში გიგი უგულავა შსს-ში თავად მიდის

პუბლიკა

გიგი უგულავა ამ წუთებში ორთალჭალისკენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი შენობისკენ მიემართება.

„ივანიშვილის, ამ ყველაზე მშიშარა მმართველის, რომელსაც ეს ქვეყანა უმართია, ამ პატარა კაცუნის ახირებების და სადისტობების არავის ეშინია. ამის ნიშანი არის მარტივი, ჩემი ფეხით მივალ იქ”. – ამბობს გიგი უგულავა.

“ბოლო თვეებია ვაკვირდებით ახალგაზრდები როგორი მხნეობით, სიცილით შედიან საპატიმროში, და უსისხლძარღვო მოსამართლეები უსჯიან მათ. მინდა ჩემი შემთხვევა იქცეს მცირე მაგალითად, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილის რეჟიმში ციხე ყველაზე თავისუფალი სივრცეა, ბოლო-ბოლო თავისუფალი დრო მაინც მექნება”. – ამბობს დედაქალაქის ყოფილი მერი.

დღეს, 18:00 საათზე უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.