ამ წუთებში სოფელ ვანელთან უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს - სუს

პუბლიკა

სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, 1 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.

„საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი“, ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.