„ამ ყველაფრის ტელევიზორში ყურების დრო დამთავრდა" - ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

პარტიების, „დროა”, „სტრატეგია აღმაშენებელი” და „გირჩი მეტი – თავისუფლება”, ლიდერებმა,  ელენე ხოშტარიამ, გიორგი ვაშაძემ და ზურა ჯაფარიძე, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათ ბრიფინგზე ევროკავშირის რეზოლუციის შესახებ ისაუბრეს, თუმცა მთავარი ყურადღება დაუთმეს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს.

ელენე ხოშტარიას თქმით ახლა დროა ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს პირადი ინტერესბეის მიუხედავად და ერთიანი სამოქმედო ნაბიჯები გადაიდგას.

გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და შეახსენა ევროპარლამენტის მოწოდება. მისი თქმით „ქართული ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს სააკაშვილის მკვლელობა და ახლა მან უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რას აპირებს.

ის ამბობს, რომ მათ კონსულტაცია ჰქონდათ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და ამ ყველაფრის ტელევიზიით ყურების დრო დამთავრდა.

ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” მიზანმიმართლად კლავს არა მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, არამედ ამ ქვეყნის მომავალს და ამას უნდა გაეცეს პასუხი ერთობლივი მოქმედებებით.