“ამას ასდის კოლონიალიზმის სუნი, როდესაც ელჩები ისეთ რაღაცებს ამბობენ, რომელიც ამეტებს მათ უფლებამოსილებას, ფაქტობრივად მიანიშნებს მათ ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში”.
ამის შესახებ, „მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში ისაუბრა.
„მე ორმაგი მოქალაქე ვარ, ამერიკა ჩემი მეორე სამშობლოა, მაგრამ ელჩების ამ დოზით ჩართვა მიუთითებს, რომ ჩვენ ვერ ვმართავთ ჩვენს სახელმწიფო საქმეებს” – ამბობს ანა დოლიძე.