„ამას დასცხა???“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის პოსტს, სადაც ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ მისი წინა პოსტი კალაძემ Facebook-ს დააბლოკვინა.
აღსანიშნავია, რომ ნახევარ საათში, კახა კალაძის იგივე პოსტი ფეისბუქის პირადი გვერდიდან, პოლიტიკოსის ოფიციალურ გვერდზე გადაშეარდა.
„კახა კალაძემ ეს პოსტი 17 წუთში ფბ-ს დააბლოკვინა. ამ ქვეყანაში შენი ხელისუფლების მიერ შექმნილი საფრთხეები, რომ ასე ფბპოსტივით მარტივად არ იბლოკება, ამაზე ტელევიზიით გაგესაუბრები, კახი“, – წერდა კვესიტაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ეკა კვესიტაძემ ასევე გამოაქვეყნა იმ სტატუსის ფოტოსქრინიც, რომელიც, მისი თქმით, „წაუშალეს“.
„კახა კალაძე, შენი საყვარელი ფერადი შარვლები აღარ ჩაიცვა. ლეოპარდის პრინტის ფეხსაცმელზეც მოგიწევს უარის თქმა, ემანდ პატრიარქის სიყვარულის სახელით მოთარეშე „მართლმადიდებელმა“ ველურებმა შენც არ გცემონ“, – წერდა კვესიტაძე კახა კალაძის იმ კომენტარის საპასუხოდ, რომელიც „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა გუშინ გააკეთა.
კალაძემ გუშინ LGBTQR+ თემზე საუბრისას აღნიშნახ – „არავის დასდევენ, არავის ეკიდებიან სექსუალური ორიენტაციის ან სარწმუნოების გამო“.
ეკა კვესიტაძე მალევე გამოეხმაურა კახა კალაძის პოსტსაც: „ასე გულზე მოგხვდა, კახი, ბიჭო? ნუ გეშინია, ისევ ჩვენ დაგიცავთ. <3 აბა ღარიბაშვილის იმედად რომ ვერ იქნები, ეს კარგად იცი“.