ამაზე თავისუფალი აქამდე არ ვყოფილვარ, დაკავებული თეთრი ფურცლის გამო - მარიკაშვილი

პუბლიკა

„ამაზე თავისუფალი არსად არ ვყოფილვარ აქამდე, დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო”, – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

ის „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მისი დაკავების მიზანი დაშინებაა, რათა მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, თეთრი ფურცლის გამო დაკავებამ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის მსგავსება აჩვენა.

„ამაზე თავისუფალი არსად არ ვყოფილვარ აქამდე – დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო. იმ ადამიანების ციხეში, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ციხით შეაშინებენ ადამიანებს, რომლებიც ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომელბსაც 4 კედლით და 12 კვადრატით ვერ შეაშინებ”, – თქვა მარიკაშვილმა.

2 ივნისს ბანერების გამო დაკავებული ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე გაათავისუფლეს. მათ თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათი გაატარეს.