„ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ.