ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა ძაღლზე.
„აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე , ხვალ არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი”. – ვკითხულობთ მუნიციპალიტეტის განცხადებაში.