ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მამაკაცი სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული. უწყების ცნობით, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები.