ამბროლაურის საკრებულოს წევრმა თბილისში ნაკვეთზე კოეფიციენტის გაზრდისთვის ქრთამი აიღო - სუს

პუბლიკა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გამოძიებით დგინდება, რომ საკრებულოს წევრმა დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. 2021 წლის 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.